მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციების დაშლაში მონაწილე საპოლიციო ძალების კვებისთვის დამატებით ₾200,000 დაიხარჯება

შსს პოლიცია აქცია დარბევა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შსს-ს თბილისის საპატრულო პოლიციის დანაყოფების საკვებით უზრუნველყოფისთვის დამატებით 200,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რაც რიგით მეცხრე შესყიდვაა ამ მიმართულებით.

მთლიანობაში სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლების გამოკვებისთვის გამოცხადებული 9 შესყიდვის საერთო ღირებულება 944,529 ლარს შეადგენს.

ამ შესყიდვებიდან ერთი - 22,579 ლარის ღირებულების არის და აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ არის დამტკიცებული, დანარჩენი შესყიდვები კი თბილისზე არის კონცენტრირებული.

შესყიდვების განმარტებითი ბარათების მიხედვით, უწყება ლანჩ ბოქსებს ყიდულობს, რომლებიც აქციაზე მობილიზებულ სპეცრაზმსა და პოლიციელებს გადაეცემათ.

"როგორც თქვენთვის ცნობილია ქ. თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება,"- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები