"ოცნების" პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს ფინანსურ დანაკლისს აუნაზღაურებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დასანქცირებული პირებისთვის საჭიროების შემთხვევაში კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე. თუკი რომელიმე მოხელეს ამ სანქციებით რაიმე ფინანსური დანაკლისი წარმოექმნება, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს ერთი. მეორე - ეს არ არის მხოლოდ სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი. ეს, პირველ რიგში, პასუხია იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც შსს-ს წარმომადგენლები ახორციელებენ", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.