მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება, ის ქიმიკოსი არ არის, ფხვნილი გადაემოწმებინა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ BBC-ის მიერ სპეცსამსახურების სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალი საპნის ბუშტივით გასკდა, დანარჩენს კი გამოძიება გასცემს პასუხს. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს, რომელიც 2024 წლის აქციების დაშლის დროს აკრძალული ნივთიერების გამოყენებასა და მაშინდელი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე ფხვნილის გამოყენებისას ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თუ ვინმეს ამ საქმეში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ეს ვანო მერაბიშვილია, რომლის დროსაც შსს-მ ეს ფხვნილი შეიძინა.

„სკანდალი უკვე ჩაშლილია. რაც შეეხება გამოძიებას, ის სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება, მათ შორის ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული, შეგნებულად ავრცელებდნენ ისინი ამ ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ - ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი.

გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს. თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. რა შუაშია [ვახტანგ გომელაური] შსს-მ იცის რომ ფხვნილს იყენებს და მის შემცველობასთან დაკავშირებით 2007-2009 წლებში იყო გადაწყვეტილება მიღებული.

სკანდალი ჩაშლილია. BBC-ის მიერ სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალი საპნის ბუშტივით გასკდა. ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იყო გამოყენებული, შეიძინეს 2007 -2009 წლებში. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება, ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007-2009 წლებში შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები