მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს დეკემბრის კომუნალურების სუბსიდირებაზე უარის თქმა დღის ბოლომდე შეეძლებათ

5ffb0fdd1ab84
BM.GE
11.01.21 09:40
1112
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19.

როგორც სემეკში აცხადებენ, 11 იანვარი დეკემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა.

"www.gnerc.org/ge/covid-19 პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ"-აცხადებენ სემეკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები