მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Morgan Stanley: 1-ელი იანვრიდან CEO-ს პოსტზე ჯეიმს გორმანს ტედ პიკი შეცვლის

ტედ პიკი

Morgan Stanley-მ განაცხადა, რომ ტედ პიკი ჯეიმს გორმანს აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 2024 წლის დასაწყისში შეცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

პიკი დიდი ხანია განიხილება ლიდერად აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ის აქამდე ბანკის ინსტიტუციურ ფასიანი ქაღალდების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც საინვესტიციო საბანკო და სავაჭრო საქმიანობას მოიცავს, ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში ის Morgan Stanley-ის თანაპრეზიდენტი იყო.

“საბჭოს მიერ ტედ პიკზე არჩევანის გაკეთება გამორჩეულია, მე ტედთან ფინანსური კრიზისის შემდეგ ვმუშაობ და პირადად გამოვცადე მისი ღირებულებები, ინტელექტი და ერთგულება ჩვენი ხალხისა და კლიენტების მიმართ, მას ესმის რთული რისკები და ძალიან ეფექტურად მუშაობს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში”, - თქვა გორმანმა გამოცემაში.

ცნობისთვის: Morgan Stanley-მ ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა, რომ გორმანი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა და რომ იგი მის მემკვიდრეს ბანკის სამი ძირითადი განყოფილების ხელმძღვანელიდან შეარჩევდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები