მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი ლოკდაუნის შემთხვევაში IMF საქართველოს კაპიტალური ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

60799b1ce3731
შოთა ტყეშელაშვილი
16.04.21 18:30
930
მორიგი ლოკდაუნის შემთხვევაში IMF-ი (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) საქართველოს კაპიტალური ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა განაცხადა. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე კრიზისი გამწვავდება, სახელმწიფომ გადასახადების გაზრდის ნაცვლად ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები უნდა შეამციროს და დაზოგილი თანხით მიზნობრივი სოციალური დახმარებები გასცეს. 

"კიდევ ერთი ლოკდაუნი ნიშნავს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ოჯახებისა და ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობა. ამ სცენარში - ამ ჰიპოთეზურ სცენარში - პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ხარჯების პრიორიტეტიზაცია და არა - გადასახადების გაზრდა. კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი ბოლო 8 წლის განმავლობაში მშპ-ის დაახლოებით 8% იყო - ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კაპიტალური ხარჯების შეკვეცა და მისი მიმართვა მიზნობრივი ფულადი დახმარებებისკენ", - განაცხადა სელიმ ჩაქირმა. 

გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. სელიმ ჩაქირი განმარტავს, რომ ფონდი საქართველოში თავდაპირველთან შედარებით უფრო ნელ აღდგენას ვარაუდობს. ამასთან მისი თქმით, 3.5%-იანი ზრდის პროგნოზი "ლოქდაუნის" სცენარს არ ითვალისწინებს, შესაბამისად ახალი ლოქდაუნის პირობებში, ზრდა უფრო დაბალი იქნება. 

მთავრობის მიერ 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა უფრო დაბალი იქნება, ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულებას შეიძლება საფრთხე შეექმნას. თუმცა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით არავითარი საფრთხე არ არსებობს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები