მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება" - წალენჯიხაში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია

ხანძარი წალენჯიხა

წალენჯიხაში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვაა.

როგორც BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში!

მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას.

სავარაუდოდ, ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა!

ამ ეტაპზე ველოდებით რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს.

112-ში დამატებით უკვე შეტყობინება შესულია. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია. სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქ.ენერგო, რომელიც დაზიანებულ დენის სადენებს აღადგენს",- წერს თამარ ბელქანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები