მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსახლეობის 34%-ის აზრით, EU-ში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება საქართველოში პოლიტიკური ნების არარსებობაა - კვლევა

ევროკავშირი საქართველო

EU NEIGHBOURS EAST პროგრამის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის შედეგებით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის, 34%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება საქართველოში პოლიტიკური ნების არარსებობა.

კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რა არის მთავარი დაბრკოლებები, რომლებიც ამჟამად ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდეს, პასუხები ასე ნაწილდება:

  • პოლიტიკური ნების არარსებობა საქართველოში - 34%
  • მოუგვარებელი ტერიტორიული დავები / ოკუპირებული ტერიტორიები - 13%
  • საქართველო ვერ აღწევს საჭირო სტანდარტებს - 13%
  • კანონის უზენაესობის დეფიციტი / მართლმსაჯულების არასათანადო სისტემა - 12%
  • აქტიური წინააღმდეგობა / გავლენა მესამე ქვეყნებიდან (მაგ: რუსეთის ფედერაცია) - 11%
  • მთავრობის უუნარობა განახორციელოს/გაატაროს რეფორმები - 10%
  • წინააღმდეგობა ქვეყნის ელიტების მხრიდან - 10%
  • ფართოდ გავრცელებული კორუფცია - 10%
  • ევროკავშირის ინტერესის ნაკლებობა საქართველოს წევრობის მიმართ - 9%
  • საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა - 9%
  • განათლების ნაკლებობა საქართველოში - 8%
  • ეროვნული ერთიანობის / ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე თანხმობის ნაკლებობა - 7%
  • საქართველოს მოსახლეობის გულგრილობა - 7%
  • უთანხმოება ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან - 5%
  • არასტაბილური ინსტიტუტები საქართველოში - 5%
  • წინააღმდეგობა რელიგიური თემების მხრიდან - 4%
  • საქართველოს სოციალური სისტემა და ღირებულებები - 4%
  • ფართოდ გავრცელებული ორგანიზებული დანაშაული - 4%
  • საქართველოში განლაგებული სხვა ქვეყნების ჯარები - 2%
  • მნიშვნელოვანი რელიგიური განსხვავებები ევროკავშირის წევრთა უმრავლესობასთან - 2%
  • არ ვიცი - 17%
  • არანაირი დაბრკოლება არაა - 2%

კვლევის შედეგებით, ქართველთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა (71%) კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს (79%) სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს. ამასთან, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები