მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 62% პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება - Edison Research

პრეზიდენტი

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 62% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება.
 
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმნეტის პროცედურის დასაწყებად 11 სექტემბერს 80 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება. მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

კითხვაზე, "რამდენად ემხრობით ან ეწინააღმდეგებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს", პასუხები ასე ნაწილდება:

ვეწინააღმდეგები - 62%
ვემხრობი - 38%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები