მოსახლეობის უმრავლესობისთვის ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზანს სოციალურ ქსელებში შესვლა წარმოადგენს.
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 95.6% ინტერნეტს სოციალური ქსელების გამოყენებისთვის იყენებდა. 94.3% ამბობს, რომ ინტერნეტი აუდიო/ვიდეო კავშირისთვის სჭირდება, ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას მთავარ მიზნებს შორის 50.5% ასახელებს; შემდეგ მოდის ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.1%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (47.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (45.2%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.6%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (16.1%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (13.3%).
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 93 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.6 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.