მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსალოდნელი რეგულაციის გავლენა სამშენებლო ბიზნესზე

BM.GE
29.01.19 13:21
857
ექსპლუატაციაში მიღებამდე შესაძლოა კორპუსში შესახლება შეიზღუდოს. დედაქალაქის მთავრობა მსჯელობს დაბრუნდეს რეგულაცია, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამასთანავე მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებას შესაძლოა გაზის და ელექტროსისტემის გაყვანილობის გამართულობა დაექვემდებაროს. თბილისის მერიაში თემაზე ჯერ მხოლოდ მსჯელობა დაანონსდა. ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, განხილვაშია ახალი ობიექტებისათვის ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების სავალდებულოობის შემოღება და ძველებზე მომხმარებლებისათვის სერვის-პაკეტების შეთავაზება. გარდა ამისა, ასევე საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემის შემოწმება კვალიფიციური კომპანიების მხრიდან მოხდეს.

სტუმრები: ბეჟან წაქაძე - „ჯიდიჯი პლუსი“, დამფუძნებელი;
ირაკლი როსტომაშვილი - მენაშენეთა ასოციაცია თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები