მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია თუ არა ევრო-დოლარის პარიტეტი?

დოლარი ევრო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აშშ დოლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. თუკი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი ევრო 1.09 დოლარი ღირდა, ამჟამად მისი ღირებულება 1.05 დოლარს შეადგენს.

ინვესტორები მოელიან, რომ დონალდ ტრამპი გაატარებს ხისტ სატარიფო პოლიტიკას, რაც აშშ-ში წარმოების ზრდისკენ იქნება მიმართული, რაც თავის მხრივ EU-დან აშშ-ში ექსპორტზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას. ბაზრებს დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ანალოგიური რეაქცია 2016 წელსაც ჰქონდა, როდესაც არჩევნების მეორე დღეს ევრო დოლართან მიმართებით 1%-ით გაუფასურდა, ხოლო ერთკვირიან ჭრილში ვარდნა 2.8% იყო. 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ დოლარის ინდექსის DXY-ის ზრდა მოჰყვა 103-დან 106-მდე, რაც ამჟამად 106.7-ს შეადგენს.

CNBC-ის თანახმად, ანალიტიკოსები 2025 წლისთვის არც ევრო-დოლარის პარიტეტს არ გამორიცხავენ რაც ერთის მხრივ ევროპაში წარმოების და მოხმარების სუსტ შედეგებთან, მეორე მხრივ კი გააქტიურებულ ამერიკულ პროტექციონიზმთან იქნება დაკავშირებული.

ევროსტატის მონაცემებით 2023 წელს აშშ-მა ევროკავშირისგან 502 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შეიძინა, ხოლო ამერიკული ექსპორტი EU-ში 346 მილიარდი ევრო იყო. შესაბამისად, EU-ს აშშ-სთან 156 მილიარდი ევროს მოცულობის სავაჭრო პროფიციტი ჰქონდა. რაც შეეხება სერვისებით ვაჭრობას, აშშ-მა ევროკავშირისგან 2023 წელს 292 მილიარდი ევროს სერვისები შეიძინა, ევროპულმა ქვეყნებმა კი აშშ-სგან 396 მილიარდი ევროს სერვისები იყიდეს. რაც შეეხება FDI-ის ბრუნვას, ამერიკულმა კომპანიებმა გასულ წელს EU-ში 2.45 ტრილიონი ევროს FDI განახორციელეს, ხოლო ევროპულმა ფირმებმა აშშ-ში 2.65 ტრილიონის FDI ჩადეს.

შესაბამისად, მთავარი არხი, რომლითაც EU აშშ-სთან ეკონომიკურ ურთიერთობებში პროფიციტს ინარჩუნებს არის ექსპორტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ შესაძლოა შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები