მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$1=€1: არის თუ არა ევრო-დოლარის პარიტეტი გარდაუვალი

პარიტეტი

ევროსა და დოლარის პარიტეტი გვიახლოვდება. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ეს უბრალოდ გარდაუვალია, ანუ მალე 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 1 ევროს გაუტოლდება, რაც, თავისი არსით, იშვიათი მოვლენაა, რადგან ცირკულაციაში ევროს შემოღებიდან დღემდე, პარიტეტი სულ რამდენიმეჯერ ვნახეთ, მაგალითად, ბოლო მათგანი 2022 წელს იყო, როცა რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა და ევროპის რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო.

ამჯერად ევროპა ახალი კრიზისის წინაშეა და მისი სახელი დონალდ ტრამპია. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ყოველ დღე თამამ და საკმაოდ აგრესიულ ნაბიჯებს დგამს და ერთი ნაბიჯი ინვესტორებს განსაკუთრებით აშფოთებთ, რაც ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას უკავშირდება.

თუკი ვაშინგტონი სატარიფო რეჟიმს მართლაც აამოქმედებს, ეს ევროპის ექსპორტისათვის უდიდესი დარტყმა იქნება, რაც ევროს გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება, სწორედ ამიტომ, ის დოლართან მიმართებით უფასურდება და პარიტეტიც გვიახლოვდება.

ცნობისთვის, ამჟამად პარიტეტამდე სულ რაღაც 4 ცენტი გვაშორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები