მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია თუ არა მაიმუნის ყვავილის გამო სამოგზაურო შეზღუდვები?

628dd63f77af0
მარიამ ადამია
26.05.22 00:30
1215
მაიმუნის ყვავილი, იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელი ევროპაში მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობით ეტაპობრივად ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებლები მცირეა, მაინც მან ზოგიერთ ქვეყანას სიფრთხილის ზომების გამკაცრება აიძულა. ვირუსული ინფექცია პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს და როგორც წესი, ის ადამიანებში ადვილად არ ვრცელდება, ანუ გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის, შეხების დროს და კორონავირუსის მსგავსად, რესპირატორული წვეთებითაც, რაც რეალურად, დაავადებებს შორის ერთადერთი მსგავსებაა. გარდა ამისა, ინფიცირება დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამითაც შესაძლებელია, რომელიც კარგად არ არის მოხარშული. ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ვირუსი ადამიანს დაავადებული ცხოველის პროდუქტების შეხებითაც გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euronews ავრცელებს. 

საშიშია თუ არა მაიმუნის ყვავილი ადამიანებისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნების ეპიდემიამ უკვე უდიდესი დაინტერესება და შიშიც გააჩინა სამყაროში, რეალურად ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის გარეშე, რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდებიან. ვირუსის სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია - მაგრამ თავდაპირველად შეიძლება გამოიწვიოს შემცივნება, ცხელება და ტკივილი. ხშირად ჩნდება გამონაყარი, ეს სიმპტომები კი, ჩვეულებრივ თავისთავად, დაახლოებით 14-21 დღის შემდეგ ქრება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი დაახლოებით 4%-ია.

რომელ ქვეყნებშია მაიმუნის ყვავილი გავრცელებული?

მაიმუნის ყვავილის 100-ზე მეტი შემთხვევა ევროპის სულ მცირე ცხრა ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაშია დადასტურებული. პირველად ეს დაავადება დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, სადაც ამჟამად მაიმუნის ყვავილით დაავადებული 57 ადამიანი მკურნალობს. ინფიცირების ფაქტი შოტლანდიაში დაფიქსირდა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ყველას, ვისაც ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულთან, 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლირებული. ასევე ვირუსული ინფექციის შემთხვევები ფიქსირდება ესპანეთში, სადაც რაოდენობამ 40-ს მიაღწია. ინფიცირების წყარო კი, მადრიდში გამართული წვეულებაა.

ვირუსი გავრცელებულია ბელგიაშიც და უკვე მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა. აქაც გავრცელების ადგილი ფესტივალია. შესაბამისად, ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მაიმუნის ყვავილის შემთხვევისთვის კარანტინი დააწესა. ინფიცირებულებს მოეთხოვებათ იზოლირება 21 დღის განმავლობაში. საზოგადოებას კი ურჩევენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და მოერიდონ ახლო კონტაქტს.

რაც შეეხება პორტუგალიას, აქ 14 ახალ ინფიცირებულს ითვლიან, ხოლო საერთო რაოდენობამ 37-ს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ბევრი ახალგაზრდა მამაკაცია. ვირუსი გავრცელებულია ასევე იტალიასა და დანიაშიც, თუმცა ყველა შემთხვევაში გავრცელების კერა ესპანეთში გამართული ფესტივალია.

დაწესდა თუ არა ევროპაში სამოგზაურო შეზღუდვები?

ამჟამად მაიმუნის ყვავილის გავრცელებას  მოგზაურობის შეზღუდვების დაწესება არ მოჰყოლია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე გვაფრთხილებს, რომ ზაფხულის, მოგზაურობის, ფესტივალებისა და დასვენების სეზონზე, ინფიცირებისა და გავრცელების შემთხვევები გაიზრდება, რამაც შეიძლება მკაცრი შეზღუდვების დაწესება გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები