მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსავლის მართვის კომპანია“ ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარით დასუბსიდირდება

615add61ea96e
ინგა მურუსიძე
04.10.21 15:04
994
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილა.

მთავრობის განკარგულებით, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, ჯამში 258 დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული 294 უძრავი ქონება გადაეცა.

ამასთან, მთავრობის შესაბამის დადგენილებებში განხორციელებული ცვლილებებით, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებს ენიჭებათ უფლებამოსილება, პროგრამის ფარგლებში იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოისყიდონ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, კახეთში 2021 წლის 27 აგვისტოს და 2 სექტემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების დაფინანსების მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ სუბსიდიის სახით 14 მლნ ლარი გამოეყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები