მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 11 საკითხზე იმსჯელებს

6486bb4ba6a73
ინგა მურუსიძე
12.06.23 10:35
665
დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

3. საქართველოს კანონის პროექტი "მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

4. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: გ. ამილახვარი

5. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის“ დამტკიცების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,პრესტიჯლანდ გეორგიასათვის’’ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ივლისის №1714 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს ,,პრესტიჯლანდ გეორგიას’’ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სს „აკად. ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრი“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 1,103,372 ცალი აქციის (სახელმწიფო წილი კაპიტალში 100%) საჯარო აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N1-1/29 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის N1025 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის“ და შპს „ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისუცხოური საწარმოს ფილიალი „ბლოკ  რუსთაველი ლიმიტედ (ფილიალი) - საქართველოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ (2 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (3 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ი. ქარსელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები