მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვსი საკითხი, რომლებზეც მთავრობა დღეს იმსჯელებს

63e0adca3c1cd
ინგა მურუსიძე
06.02.23 11:42
697
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავენ:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის "სორგითი 1 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის "სორგითი 2 ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის № 556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

"იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის № 515 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და GÖÇAY İNŞAAT TAAHHÜT VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ”

მომხსენებელი: ი. ქარსელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები