დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
დღის წესრიგი ასეთია:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოპტიმა საბურთალოსა“ და შპს „ლენდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
. . .
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის №2080 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
. . .
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ემ თი ეი“-ს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის (NSA) გასაფორმებელი ხელშეკრულებების მოწონების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
. . .
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“-ში (The European Fund for Southeast Europe S.A., SICAV-SIF) ინვესტიციის განხორციელების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
. . .
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სს „თიბისი ბანკისთვის“ გარანტიის გაცემის შესახებ“
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
. . .
6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
. . .
7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
. . .
8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
. . .
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და Sinohydro Corporation Limited (China) -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“
მომხსენებელი: ი. ქარსელაძე