მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 12 საკითხზე იმსჯელებს

647d809775450
BM.GE
05.06.23 10:29
593
დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხს განიხილავს:

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი ,,მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: რ. ბრეგაძე

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზბეგი ჰილსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რანჩო ნაფეტვრებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ ჰანრი ჭაჭუასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აა2“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს“ (რომელიც ჩაანაცვლა შპს "ბახვი 2’’-მა), სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში
განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ვაზიანის აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების მიზნით განსახორციელებელი რიგი სამუშაოების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2023-2024 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახებისა და საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ”

მომხსენებელი: გ. ამილახვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები