მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსავლის მართვის კომპანია" რთველი 2025-ისთვის დამატებით ₾50 მლნ-ის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

რთველი 2025

2025 წლის რთველთან დაკავშირებით მოსავლის მართვის კომპანია დამატებით 50 მლნ ლარის მიღებას ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ წელს ყურძნის სუბსიდიაზე, შესაძლოა, ჯამში 100 მლნ ლარამდე დაიხარჯოს.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში წერია, რომ წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ყურძნის საპროგნოზო რაოდენობიდან რამდენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი. ამიტომ სახელმწიფო კომპანია ვარაუდობს, რომ დამატებით 50 მლნ ლარი გახდება საჭირო და შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.

"ვინაიდან მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად სავარაუდოდ საჭიროა დამატებით 50 მლნ ლარი", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მოსავლის მართვის კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რაც გულისხმობს როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიას’’ მიერ შესყიდვას, რომელიც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ვენახების სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე გრძელდება თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი არის ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების პროცესი.

"მოსავლის მართვის კომპანიის მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ 80-100 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანისის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, რის გამოც მოსავლის მართვის კომპანიას მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, ყურძნის მიღება-გადამუშავების ღონისძიებისათვის
საჭირო შესყიდვების ელექტრონული ტენდრ(ებ)ის საშუალებებით განხორციელება გამოიწვევს
ღონისძების არსებით შეფერხებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას შემდეგი
გარემოებების გათვალისწინებით:

  • ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომწოდებლები არიან
    მევენახეები/გლეხები, რომლებსაც დარჩათ გაუყიდავი ყურძენი და ობიექტური მიზეზების გამო
    ყველა ვერ შეძლებს შესყიდვების ელექტრონულ სისტემით სატენდერო პროცედურებში
    მონაწილეობას.
  • შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიას’’ მიერ შესყიდული ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო
    ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის, სათადარიგო ნაწილების და მომსახურების
    (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება,
    სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურება)
    რაოდენობის განსაზღვრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამოკიდებულია შესყიდული ყურძნის
    რაოდენობაზე, რომელიც ასევე წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს.
  • მომსახურების (ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების სპირტად გამოხდისათვის საჭირო
    მანქანა-დანადგარების ქირავნობა) უზრუნველყოფა შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია’’
    ახორციელებს კახეთის 8 რაიონში, რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის რეგიონებში განაწილებულ 25-30
    ქარხანაში, რომელთა სხვა ალტერნატიული ვარიანტი რაიონებში არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები