მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან უბნებში საკმარისი ავტობუსები არ არის” - ექსპერტი

62544a260d037
ანუკა ჯოხაძე
11.04.22 23:50
1321

გასულ კვირას კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს შემოვა. თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. 

კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ 10 სატრანზიტო დერეფნებში უნდა ევლოთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დედაქალაქში 10 სატრანზიტო დერეფანზე მუშაობა კი მიმდინარეობს, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსების არ არსებობის გამო იმ ეფექტს დღეს ვერ ვხედავთ, რაც რეალურად რეფორმას უნდა მოეტანა.

ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე ამბობს, რომ პროცესების შენელებამ დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის კუთხით ხარვეზები შექმნა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის შეცვლის შემდეგ დამაგვირგვინებელი არის 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს. 200 ერთეული უნდა შეისყიდოს თბილისის მერიამ და ამ მთავარ 10 დერეფანზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ავტობუსები შეუფერხებლად ივლიან.

ფაქტობრივად, გვექნება ტრამვაის ტიპის ტრანსპორტი, ოღონდ ბორბლებზე. ეს პროცესი, რომ დაგვიანდა მივიღეთ ის შედეგი, რომ მთავარ ხაზებზე დადის ისევ ის ავტობუსები, რომელიც შიდა უბნებზე უნდა გადანაწილებულიყო. შესაბამისად, შიდა უბნებს დააკლდათ სიხშირეები და სიმძლავრეები. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან უბნებში საკმარისი ავტობუსები არ არის.

არ ვიცი, რატომ შეჩერდა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, მაგრამ მინდა მივმართო როგორც ცენტრალურ მთავრობას, ისე მერიას, რომ ამ ავტობუსების შემოყვანა არის ისეთი რაღაც, რისი გადადებაც არ შეიძლება", - აცხადებს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე.

ცნობისთვის, 10 სატრანზიტო დერეფნის მოწყობა, სადაც მათ შორის 18-მეტრიან ავტობუსებს უნდა ევლოთ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსა.

ამასთან, 2020 წელს თბილისის მერის მაშინდელი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ძირითად ქუჩებზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდებოდა 10-15 წუთში ერთხელ 18 მეტრიან ავტობუსებს ევლოთ, რომლებიც 150 მგზავრს ერთდროულად გადაიყვანდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები