მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობას უნდა შეეძლოს, კერძო სადაზღვევო პაკეტი სახელმწიფო დაზღვევას დააშენოს“

63e69c96b7bbd
ალა ისპირიანი
10.02.23 23:30
698
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს გეგმური მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული სერვისებით სარგებლობა არ შეუძლია, რის გამოც მათ დაშენებული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა უნდა შეეძლოთ.

სოფო ლებანიძემ გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო ინდუსტრიამ პირობები უნდა ჩამოაყალიბონ, რომ მოსახლეობას დაშენების პაკეტი შესთავაზონ. 

„ადამიანს რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარვა აქვს ისე ხდება, რომ მისი ჰოსპიტალური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტით კარგად არის დაცული. თუმცა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს დიაგნოსტიკურ მაღალტექნოლოგიურ და გეგმურ ამბულატორიულ სერვისებს, რომლის მოხმარება საკმაოდ დიდია.

მოსახლეობის დიდი წილი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და შესაბამისად მოსახლეობის ეს დიდი ოდენობა ვერ სარგებლობს გეგმური მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული სერვისებით. აქ საუბარია, რომ სახელმწიფო და კერძო ინდუსტრიამ ჩამოაყალიბონ ლოგიკური პირობები იმისა, რომ მოსახლეობას დაშენების პირობები შევთავაზოთ, რაც უფრო იაფი დაუჯდება მოსახლეობას ვიდრე ინდივიდუალური პაკეტის ყიდვა“, - განაცხადა სოფო ლებანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დაშენებული სადაზღვევო პაკეტი მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, იყოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ხოლო ის დაავადებები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შეივსოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები