მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს“ - რას ურჩევს კულუმბეგოვი მთავრობას?

620b6ab344666
მარიამ ადამია
16.02.22 12:13
817
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასაკოვანი ადამიანები მაინც აიცრან, მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

"ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ვირუსი, სწორედ 50 წლის ზემოთ მოსახლეობაშია მეტად აქტიური და ამ სეგმენტთან აქტიური მუშაობა მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პანდემიის გაკონტროლების შესაძლებლობა; ეს რთული მისაღწევია, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასაკოვანი ადამიანები მაინც იყვნენ აცრილნი, კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს მოსახლეობასთან. ძალიან რთული კონტინგენტი დარჩა, რომლებსაც ვაქცინის სრული მიუღებლობა აქვთ, მაგრამ ვრწმუნდები, რომ აზრი ყოველთვის აქვს საუბარს და კითხვებზე პასუხის გაცემას. შედეგად მაინც დამყოლები ხდებიან ვაქცინების მიმართ,” - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.

„საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ბიძინა კულუმბეგოვმა გაუქმებულ „მწვანე პასპორტის“ მექანიზმზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც „მწვანე საშვი“ გვქონდა, ფუნქცია დაკარგული იყო.

„მწვანე პასპორტი" ემსახურებოდა არა უსაფრთხო გარემოს შექმნას, არამედ ეს იყო იძულება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის მოქალაქეების, რომ დისკომფორტი ეგრძნოთ და აცრილიყვნენ.

თუ სახელმწიფო “მწვანე პასპორტს” აძლევს ყველას, ვინც გადაიტანა ვირუსი და ვამბობთ, რომ მას აცრა არ დასჭირდება არასოდეს, დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში, თუნდაც 100 წელი გავიდეს, მაშინ "მწვანე პასპორტი" ფაქტობრივად, უფუნქციო ხდება.

“მწვანე პასპორტი" არ არის ფუნქციურად იმის მატარებელი, რომ მე ისეთ სივრცეში მოვახვედრო ადამიანი, სადაც ისინი დაცული იქნებიან, რადგან გადატანის შემდგომაც რეინფიცირება შესაძლებელია სწრაფად მოხდეს. ამის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ვაქცინისკენ ვუბიძგოთ ადამიანებს, რადგან აცრილი თუ მოხვდება სივრცეში და ავად გახდება, მას სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90%-ით აქვს შემცირებული,” - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, ინფექციონისტი მთავრობას ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად უფრო მეტად პროაქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები