მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის 90%-ისთვის მგზავრობის საფასური ან იგივე დარჩა ან გაიაფდა - ვიქტორ წილოსანი

61f7f68aa4874
თათია ჩაფიჩაძე
01.02.22 00:00
1543
დღეიდან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 28 იანვრის მდგომარეობით, 3 188 აბონემენტი იყო გაყიდული, რომლის 75% გრძელვადიან ბარათებზე მოდის.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ გაყიდვების რეალური მაჩვენებელი მარტის შუა რიცხვებში იქნება და სწორედ მაშინ გახდება რეალური მსჯელობა იმაზე, რამდენად გადავიდა და შეეჩვია მოსახლეობა ვადიან ბარათებს.

რაც შეეხება მეტრომანის ბარათებს, წილოსანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში, ის ძალაში რჩება და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ.

ასევე, ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ გამოიყენონ საბანკო ბარათებიც.

„დღეიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლებათ, შეიძინონ ვადიანი გადაადგილების ბარათები. ერთვიანი ბარათი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ღირს. დღეის მონაცემებით, გაყიდულის პროცენტული მაჩვენებლებით რომ ვიმსჯელოთ, ვნახავთ, რომ ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

ვფიქრობთ, გაყიდვების რეალური მაჩვენებელი, დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებში გვექნება და შესაბამისად, ამ პერიოდისთვის უფრო რეალისტური იქნება მსჯელობა იმაზე თუ რამდენად გადავიდა და შეეჩვია მოსახლეობა აღნიშნულ ბარათს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის 90%-ისთვის მგზავრობის საფასური ან დარჩა იგივე ან გაიაფდა. რაც შეეხება არსებულ ბარათებს, სამწუხაროდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ბარათები უქმდებოდა და მასზე დარიცხული თანხები ანულირდებოდა, რაც არის სიცრუე. ის ძალაში რჩება ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ.

ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში. 16 ჯგუფია ადამიანების ვინც შეღავათებით სარგებლობდნენ და მათაც ეს შეღავათები შეუნარჩუნდებათ. მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. ეს არის ან 10-თეთრიანი, ან 20 თეთრიანი, ან უფასო, შესაბამისად, აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის“, - განაცხადა წილოსანმა.

მერიაში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეებისთვის ახალი სატარიფო პოლიტიკა მომგებიანია და ის 90%-ისთვის იგივე დარჩა ან გაიაფდა.

ამასთან, ვიქტორ წილოსანი 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წლიურად 1 მლნ 300 ათასი მგზავრობა ფიქსირდებოდა, მგზავრთა რაოდენობა კი 350 ათასს არ სცდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალო მგზავრობა 2.5-ია. 40-ლარიანი თვიური აბონიმენტის ფასი კი ამ გაანგარიშებით 5 ლარით ნაკლებია.

„არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მგზავრობის საშუალო რაოდენობა მოქალაქისთვის დღეში ორნახევარია, ვინაიდან ადამიანები სახლის და სამსახურის გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სხვა საჭიროებებისთვისაც გამოიყენებენ. 2019 წელს პანდემიამდე პერიოდში 1 მლნ 300 ათასი მგზავრობა გვქონდა და 350 ათასამდე მგზავრი იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო მგზავრობები არის 2.5, აქედან გამომდინარე, საშუალო შეწონილი ტარიფი 60 თეთრი გამოდის, ეს არის დათვლის სწორი მეთოდოლოგია და ამ გაანგარიშებით ერთი ადამიანისთვის თვიური დანახარჯი 45 ლარს შეადგენს. იქედან გამომდინარე, რომ არ გვინდოდა მოქალაქეებისთვის ტვირთი ყოფილიყო, ერთთვიანი სამგზავრო ტარიფის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენის შემთხვევაში“, - განაცხადა წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები