მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის უმრავლესობა არცერთ ტელეარხს არ ენდობა - NDI

645220b68c460
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.23 13:01
1025
NDI-ს მიერ მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, თუ რომელ არხს ენდობა მოსახლეობა ყველაზე მეტად პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, სანდო ინფორმაციის მისაღებად, გამოკითხულთა 51% აცხადებს, რომ არცერთს.

გამოკითხულებში ყველაზე დიდი სანდოობით „იმედი“ სარგებლობს, ტელეარხების რეიტინგი კი ასეთია:

1. არცერთი - 51%
2. იმედი - 18%;
3. მთავარი არხი - 8%;
4. რუსთავი 2 – 5%;
5. TV პირველი - 3%;
6. პირველი არხი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) – 3%;
7. სხვა - 6%;

5%-ს კითხვაზე არ ჰქონდა, 1%-მა კი კითხვას არ უპასუხა.

კვლევიდან ჩანს, რომ 2019 წელთან შედარებით, იმ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა, ვინც არცერთ არხს არ ენდობა. ამასთან, ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ახალგაზრდები ტელევიზიების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, ხოლო 55+ ასაკის მოსახლეობა უპირატესობას „ტვ იმედს“ ანიჭებს. ამავე ტელევიზიას ენდობა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნახევარი, რომლებიც გამოკითხვაში იყვნენ ჩართულნი. თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა მეორე ნახევარი ან სხვა არხებს ენდობა, ან -არცერთს. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა და ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი არცერთ ტელეარხს არ ენდობა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა დღეს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 17-23 მარტის პერიოდში ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები