ავტორი - ლევან კოკაია
შესავალი
სტატიაში განხილულია რამდენიმე მოსაზრება, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“ შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556-ე დადგენილებით დამტკიცდა.
პროექტის განსავითარებლად განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა მიღების ვადები
დადგენილებით დამტკიცებული:
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა და სიმძლავრის აუქციონის წესები“-ს (შემდგომში „წესები“) თანახმად:
მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი:
„სამინისტრო, ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონის კომისიის/სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მხარდაჭერის სქემის მოთხოვნებს, წინადადების მომზადებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად“.
მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი:
„ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება უნდა დაიდოს საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის (განკარგულება) მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ და საქართველოს მთავრობა სრულად გამოითხოვს შესაბამის საბანკო გარანტიას“.
მოსაზრებები:
- მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შეფასება:
წარმოდგენილი 60 დღიანი ვადა ხანგრძლივია იმ პირობებში, როდესაც წინადადება აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. - მე-7 მუხლის მეხუთე პუნქტის ხარვეზები:
რეგულირების გარეშე რჩება, თუ რა ვადაში უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ განკარგულება, რაც გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურებას იწვევს. - რეკომენდაციები:
- საქართველოს მთავრობის ვალდებულება განისაზღვროს, თუ რა ვადაში უნდა გამოსცეს შესაბამისი განკარგულება (არაუმეტეს 1 სამუშაო კვირისა).
- 60 დღიანი ვადა და 3 თვიანი ვადა მაქსიმალურად შემცირდეს, ჯამში 2 თვემდე.
ელექტროსადგურთა ექსპლუატაციაში გაშვების ვადები
2.1. პროექტის ვადაში დაუსრულებლობა ფორს-მაჟორული გარემოების გამო
ფორს-მაჟორული გარემოებები, რომლებიც უშუალო ნეგატიურ გავლენას ახდენს მშენებლობაზე, უნდა გახანგრძლივდეს გონივრული დროით.
2.2. პროექტის ვადაში დაუსრულებლობა ბიუროკრატიული ბარიერების გამო
ინვესტორისგან დამოუკიდებელი ბიუროკრატიული ბარიერები პროექტის დასრულების ვადებს აჭიანურებს.
რეკომენდაცია:
ბიუროკრატიული პრობლემების დადასტურების შემთხვევაში, ვადების ავტომატური გახანგრძლივება.
2.3. დადგმული სიმძლავრე, როგორც პროექტის ჩაბარების ვადის განმსაზღვრელი კრიტერიუმი
მასშტაბური პროექტებისთვის უფრო ხანგრძლივი ვადებია საჭირო.
რეკომენდაცია:
თითოეული კატეგორიისთვის ვადების დადგენა დადგმული სიმძლავრის მიხედვით.
აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება
ტარიფის ცდომილების დარეგულირების საკითხები უნდა განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
- სადგურის რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობის შემცირება;
- ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრის შემცირება;
- ჰიდროელექტროსადგურთა რეგულირების შემთხვევაში.
მხარდაჭერის სქემის და სიმძლავრის აუქციონის წესის შემოღებამდე დაწყებული პროექტების დასრულება
პრობლემა:
არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი რეგულაცია, რომლითაც უნდა დასრულდეს N556-ე დადგენილების მიღებამდე დაწყებული პროექტები.
რეკომენდაცია:
ყველა პროექტი, დაწყებული N556-ე დადგენილების ამოქმედებამდე, დასრულდეს იმ სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომლითაც ინვესტორმა ადრე მოიპოვა უფლებები.
ლევან კოკაია
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) იურისტი, სამართლის მაგისტრი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი.