ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი სრულიად ახალ საქმეს შეეჭიდა და საკუთარი სილამაზის ხაზიც შექმნა. მაია ასათიანის ბრენდი, დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, მუდმივი მიმდევარ-მომხმარებლებიც ჰყავს და საერთოდ, მაია ასათიანმა მოახერხა და სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიაშიც აჩვენა კლასი და დონე, ბიზნესის დაგეგმვის, სწორად წარდგენის და განვითარების კუთხითაც. სიცოცხლის გლადიატორი და ათასი სხვა ეპითეტი რომელიც მაიას მიუძღვნეს კოლეგა მეგობრებმა ამ ისტორიის საქმიან დილაში გასვლის შემდეგ, გვირგვინდება შემდეგით, M110 უკვე სრულად კონსტრუირებული და ჩამოყალიბებული ბიზნესია, მზარდი გაყიდვებით, რამდენიმე საწარმოო ხაზით, რომელსაც მისი შემოქმედი მაია ასათიანი მხოლოდ გამორჩეული მარკეტინგული უნარებითა და ბიზნეს პროცესების წინ წაწევით ეხიდება.