მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი კოვიდ-რეგულაციებს ამკაცრებს და Euro 2020-ის საგულშემატკივრო კლუბებს ხურავს

60ccd178c5370
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.21 23:20
696
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში COVID-რეგულაციები გამკაცრდება და აკრძალვები ძალაში მინიმუმ 29 ივნისის ჩათვლით იქნება, რადგან მოსკოვში კორონავირუსის შემთხვევები მზარდია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სობიანინის თქმით, აკრძალვები შეეხება საჯარო ღონისძიებებს, დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე Euro 2020-ის საგულშემატკივრო კლუბები. მოსკოვის მერის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვა კორონავირუსის უფრო აგრესიული შტამის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, მოსკოვმა მიმდინარე კვირა უქმედ გამოაცხადა და სხვადასხვა ორგანიზაციებს თანამშრომლების ვაქცინაცია დაავალა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კოვიდ-ინფიცირების 17,262 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 453 ადამიანი. ჯამში ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები