მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან დროებით ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს.
კომპანიის მფლობელი, რომელიც ბათუმის მიმართულებითაც დაფრინავს რუსი ბიზნესმენი და ავიამენეჯერი ტურბაევ პიოტრ ვლადიმეროვიჩია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარი განაცხადა UVT Aero-თვის ჩარტერული ფრენის ნებართვის გაცემაზე, სწორედ იმის გამო, რომ კომპანია სანქცირებულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანია UVT Aero-მ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.




























