მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა დაგვიანებით, 10:00 საათზე გაიხსნება - ცენტრალური ბანკი

621c5fce8e6d4
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 09:36
1005
რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის სავალუტო და ფულად ბირჟაზე, ასევე „რეპოზე“ ვაჭრობა მოსკოვის დროით 10:00 საათზე გაიხსნება, ნაცვლად 7:00 საათისა.

როგორც რუსეთის საბანკო და ფინანსური სექტორის მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი, 28 თებერვლიდან ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მიმართულებით ბროკერებისთვის დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება.

„რუსეთის ბანკი მდგომარეობის განვითარების მიხედვით სხვა ბირჟებზე ვაჭრობის გახსნის მიზანშეწონილობას შეაფასებს და მათი გახსნის ან ვაჭრობის არდაწყების გადაწყვეტილებას მოსკოვის დროით 13:00 საათზე გაასაჯაროებს.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ვაჭრობა მოსკოვის დროით 15:00 საათიდან დაიწყება“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.