რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილების შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 15%-იან ნიშნულს მიაღწია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წინა თვეს ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით გაზრდა, ასეთი მკვეთრი ინტერვენციების მიზეზი კი რუბლის მკვეთრი გაუფასურება იყო. ამჟამად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 93 რუბლია.
შეგახსენებთ, რომ ივლისამდე რეფინანსირების განაკვეთი 7.5% იყო, თუმცა მას შემდეგ ეროვნული ბანკი გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთო.
გარდა ამისა, ქვეყანაში ისევ დიდ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომელიც წლიურად 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მაღალი ინფლაციისა და ვალუტის კურსის მერყეობის გამო, რუსულ კომპანიებს ბიზნესგეგმის შედგენა და სამომავლო პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.