მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 13%-მდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 100 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილების შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 13%-იან ნიშნულს მიაღწია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წინა თვეს ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 350 საბაზო პუნქტით გაზრდა, ასეთი მკვეთრი ინტერვენციის მიზეზი კი რუბლის მკვეთრი გაუფასურება იყო.

ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 97 რუბლის ფარგლებში მერყეობს, რაც რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთწლიანი მაქსიმუმია.

შეგახსენებთ, რომ ივლისამდე რეფინანსირების განაკვეთი 7.5% იყო, თუმცა მას შემდეგ ეროვნული ბანკი გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთო.

გარდა ამისა, ქვეყანაში ისევ დიდ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომელიც წლიურად 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მაღალი ინფლაციისა და ვალუტის კურსის მერყეობის გამო, რუსულ კომპანიებს ბიზნესგეგმის შედგენა და სამომავლო პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები