მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვები გამოიყენა

64ae69a5acaa0
გიორგი თოლორდავა
12.07.23 12:55
781
რუბლის მკვეთრად გაუფასურების შესაჩერებლად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მორიგი ინტერვენციის განხორციელების და სავალუტო რეზერვების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 18 მილიონი დოლარის ღირებულების უცხოური ვალუტა გაიტანა, მათ შორის, დოლარი და ევრო.

ცნობისთვის, ეს ბოლო პერიოდის პირველი ინტერვენცია არაა. გასულ თვეს ცენტრალურმა ბანკმა დამატებით 40 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი მარეგულირებელი ორგანო ბაზარზე გასაყიდად დამატებით $0,5 მილიარდი უცხოური ვალუტის გატანას გეგმავს.

სავალუტო ინტერვენცია რუბლის გაუფასურების პროცესს აფერხებს და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება მიზნად. მოგეხსენებათ, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების შემდეგ, რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.

გასულ კვირას ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 94 რუბლს მიაღწია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. გავრცელებული ცნობებით, სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი 110 რუბლსაც კი აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბლი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დაფიქსირდა და მაშინ დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 135 რუბლს მიაღწია.

საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში რუსული რუბლი 28%-ითაა გაუფასურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები