მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული რუბლი მყარდება - მიზეზები

რუსული რუბლი

რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 88 რუბლს შეადგენს, ნაცვლად გასულ თვეს დაფიქსირებული 102 რუბლისა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის თითქმის 14%-იან კორექციასთან.

რუსული რუბლის გამყარებას არაერთი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია. ნავთობის ძვირად გაყიდვით რუსეთის ხელისუფლება საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას ახერხებს, გარდა ამისა, ენერგეტიკული კომპანიები ვალდებულნი არიან, უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები ეროვნულ ვალუტაზე გადაცვალონ, რაც რუბლის ხელოვნურად გამყარებას უწყობს ხელს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამკაცრებული კაპიტალის კონტროლია, რომელიც გასულ თვეს ამოქმედდა. ახლა უკვე დიდი მოცულობით რუბლის გადასახურდავებლად მარეგულირებლისგან ნებართვის მიღება არის საჭირო.

გარდა ამისა, კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება, რომ დოლარსა და ევროში მიღებული შემოსავლები რუბლში გადაცვალონ, რაც რუსეთის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ თვეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 15%-იან ნიშნულს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები