მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსკოვის მთავრობის ბიუჯეტში კრიზისია – მერიამ პროგრამები შეამცირა

მოსკოვი

ბიუჯეტზე მზარდი ზეწოლის გამო, მოსკოვის მთავრობა მასშტაბური ოპტიმიზაციის პროცესს იწყებს. ბოლო თვეებში საგადასახადო შემოსავლების მკვეთრმა კლებამ ქალაქის ადმინისტრაცია აიძულა, რადიკალური ზომებისთვის მიემართა. მიღებული გადაწყვეტილებით, მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 15%-ით შემცირდება, რაც ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს.

ფინანსური კრიზისი მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არ შემოიფარგლება. ქალაქის ხელმძღვანელები 2026 წლის საინვესტიციო პროგრამის 10%-ით შემცირებასაც გეგმავენ.

კრიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება ურბანულ განვითარებაზე, რადგან იგეგმება ქალაქის კეთილმოწყობის არაერთი პროექტის შეჩერება ან სრული გაუქმება. გარდა ამისა, მოსკოვში მნიშვნელოვნად შეიზღუდება საჯარო კულტურული ღონისძიებების მასშტაბები, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ხარჯების მაქსიმალური დაზოგვის მცდელობას წარმოადგენს.

ექსპერტების შეფასებით, მოსკოვის ბიუჯეტის დეფიციტი რუსეთის ეკონომიკაში არსებული ზოგადი სტაგნაციის გამოძახილია. შემოსავლების კლება, რომელიც პროგნოზირებულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, აიძულებს რუსეთის დედაქალაქს, უარი თქვას იმ ფუფუნებაზე და ინფრასტრუქტურულ გეგმებზე, რაც აქამდე ქალაქის პრესტიჟის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები