მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის ნავთობქარხანა მუშაობას 2027 წლამდე ვერ განაახლებს

ენერგეტიკული შეტევები

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ინტენსიური იერიშების შედეგად, მოსკოვის სამხრეთით მდებარე მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში გაჩერებული იქნება და მუშაობას 2027 წლამდე ვერ აღადგენს.

Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია Gazprom Neft-ის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე პირველი თავდასხმა 16 ივნისს განხორციელდა, რის შედეგადაც პირველადი გადამუშავების დანადგარი დაზიანდა, რომელიც ქარხნის მთლიანი სიმძლავრის 53%-ს უზრუნველყოფდა. არსებული მონაცემებით, მეორე იერიში 18 ივნისს მოხდა, რამაც უფრო თანამედროვე Euro+ ტიპის ბლოკი დააზიანა, რომელზეც საწარმოო სიმძლავრის დარჩენილი 47% მოდიოდა. დარგის სპეციალისტების შეფასებით, მიყენებული ზარალის აღმოფხვრასა და სარემონტო სამუშაოების დასრულებას მინიმუმ ნახევარი წელიწადი დასჭირდება.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უკრაინულმა მხარემ რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და მიწოდების ხაზებზე თავდასხმები საგრძნობლად გაახშირა. დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა საწარმოო პროცესი იმ ობიექტებზე შეაჩერა ან შეამცირა, რომლებიც რუსეთში ბენზინის გამოშვების დიდ წილს უზრუნველყოფდნენ, რამაც ცალკეულ რეგიონებში საწვავის ლიმიტირების ზომების შემოღება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები