მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედია

აფხაზეთი საწვავი

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Apsnypress-ი წერს.

მედიის ცნობით, აფხაზეთში 960 ტონა AI-92 მარკის ბენზინი ადგილობრივმა კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელმაც საწვავი „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში შეიძინა.

მიღებული საწვავიდან 303 ტონა კომპანიებს „აზიდის“, „ალხანისა“ და „სალამანდრას“ გადაეცემათ გასაყიდად მათ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე. Apsnypress-ის ცნობით, ამავე კომპანიებს კვირის ბოლომდე დამატებით 380 ტონა დიზელის საწვავიც გადაეცემათ.

ცნობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საწვავით ფაქტობრივად სრულად რუსეთიდან მარაგდება, უკვე არაერთი კვირაა დეფიციტია. ავტოგასამართი სადგურების წინ რიგებია, ხშირად საწვავი მხოლოდ ლიმიტირებული მოცულობით გაიცემა, 12 აგვისტოს კი ცნობილია გახდა ის, რომ რეგიონში პირველად მოხდა საწვავის შეტანა საქართველოდან.

18 აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში 680 ტონა საწვავი არის მიწოდებული. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. აღნიშნული მისმა მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.

რატომ უკრძალავს ქართული მხარე რიგით ქართველებს ენგურის ხიდით 20 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანას?|განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები