მოსკოვის საოლქო დუმაში განიხილავენ კანონპროექტს, რომლითაც მოსკოვის შემოგარენში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების ქვედა სართულებზე არსებულ მაღაზიებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალება.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, მაღაზიებში ხმაურობენ, ხოლო ნაგავი მცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვა 3,400-ზე მეტ მაღაზიას შეეხება, რომელთა შესასვლელი კორპუსის ეზოში გადის.
უშუალოდ მაღაზიების გარდა ალკოჰოლის გაყიდვა კორპუსებში არსებულ კვების ობიექტებსაც აეკრძალებათ, მაგრამ დროებით — ღამის თერთმეტიდან, დილის რვა საათის ჩათვლით. რეგიონულ პარლამენტში კანონპროექტი უკვე შევიდა და მას დღეს განიხილავენ. მიღების შემთხვევაში, კანონი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
მსგავსი აკრძალვა ვოლოგოდის ოლქშიც მოქმედებს. მიმდინარე წლის მარტიდან, უბნის მაღაზიებში და კორპუსებში მდებარე კვების ობიექტებში ალკოჰოლის გაყიდვა კვირის დღეებში მხოლოდ შუადღის თორმეტი საათიდან, შუადღის ორ საათამდე იქნება დაშვებული. შაბათ-კვირას და უქმეებზე კი, ალკოჰოლი დილის რვიდან საღამოს თერთმეტ საათამდე გაიყიდება.




























