მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, მუშაობა განაახლა

64a3bde0a5d4f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.23 10:43
577
ოპერირების რამდენიმესაათიანი შეჩერების შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა. "როსავიაციის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტმა მუშაობა მოსკოვის დროით 8 საათზე განაახლა.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის აეროპორტი გაწერილი განრიგის მიხედვით მუშაობს.

ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავების მიღება და გაფრენის შეზღუდვა მოსკოვის დროით 05:10 საათზე დაწესდა. მიზეზი, როგორც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი თავის ტელეგრამ არხში წერდა, მოსკოვსა და მის შემოგარენში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა იყო. მისივე ინფორმაციით, რეისების ნაწილი მოსკოვიდან სხვა აეროპორტში იყო გადანაწილებული.

„დღეს განხორციელდა კიდევ ერთი მცდელობა უკრაინელი უპილოტო საფრენი აპარატების ახალ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. ამ დროისთვის თავდასხმა მოგერიებულია საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და ყველა დრონი ლიკვიდირებულია. უსაფრთხოების მიზნით, ვნუკოვოს აეროპორტიდან ფრენების ნაწილი დროებით სხვა აეროპორტზეა გადანაწილებული. შეზღუდვები მოსკოვის დროით 8 საათზე უნდა მოხსნილიყო. დაზარალებულები და გარდაცვლილები არ არიან, ექსპერტები მომხდარის ადგილზე მუშაობენ“, - წერდა მოსკოვის მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები