ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.
მოსკოვში ჩასულ ე.წ. პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინი არ შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკში ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გაწერილი არ არის".
ამასთან, 17 თებერვალს მოსკოვში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტიც იგეგმება. უცნობია, გაიმართება თუ არა აფხაზებს, ოსებს, რუსებსა და ბელარუსებს შორის შეხვედრა.