მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოსწავლეებმა თმა უნდა შეიკრან”- კიდევ რა წესების დაცვა მოუწევთ სკოლაში

5f37c278a534d
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 17:00
3948
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი წესები განისაზღვრა.

წესების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყავონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
ასევე იკრძალება სხვისი ნივთების გამოყენება.

მოსწავლეების ვალდებულებები:
–დაიცავით ჰიგიენის წესები;
–დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
–დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
–დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
–დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
–მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
–სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
–არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები