2026 წლის II კვარტალში ბიზნესისთვის მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
2026 წლის II კვარტალში ბიზნესის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით და 32% შეადგინა), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა.

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს აწუხებს, ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მომსახურების და ვაჭრობის სექტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვარტალში ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 57%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში:
- სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში
(100%) და საშუალო ზომის კომპანიებში (33%). - სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად აწუხებს საშუალო ზომის კომპანიებს (54%), განსაკუთრებით კი მომსახურების (61%) და ვაჭრობის (59%)
სექტორებს. - სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის (63%) და ვაჭრობის (55%) სექტორებში დგას, რაც საშუალო ზომის (29%) კომპანიებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია.
- მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს განსაკუთრებით მომსახურების სექტორისთვის (57%), ხოლო მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ
არ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით კი, ეს პრობლემა მცირე (32%) და საშუალო
(29%) ზომის კომპანიებს თითქმის თანაბრად აწუხებს. - შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელი ფაქტორი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის არის (50%). საწარმოთა ზომის მიხედვით კი, შეზღუდული ფინანსური
რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად საშუალო (13%) და მცირე (11%) ზომის კომპანიებში ფიქსირდება. - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია მშენებლობის (25%) სექტორში. საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული პრობლემა თითქმის თანაბრად აწუხებს მცირე (14%) და საშუალო ზომის (13%) საწარმოებს, ხოლო
მსხვილ საწარმოებში ეს პრობლემა საერთოდ არ ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი და კვლავ ბუმის ფაზაში იმყოფება. ბუმის ფაზა გულისხმობს, რომ ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს დადებითად აფასებს. კერძოდ, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა. II კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.
2026 წლის I კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობის და
მომსახურების სექტორებში, ხოლო გაუარესდა ვაჭრობის და მრეწველობის სექტორებში
BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. 2026 წლის მეორე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 9-25 ივნისის პერიოდში.




























