მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოცვის ექსპორტი $15.7 მილიონამდე გაიზარდა - როგორია მიმდინარე სეზონის შედეგები?

ლურჯი მოცვი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 1 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.2 ათასი ტონა მოცვი, 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 13%-ით (259 ტონა), ხოლო ღირებულება 12%-ით (1.7 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 7.1 $-ია.

მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (2 097 ტონა), სომხეთი (44 ტონა), გერმანია (30 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (18 ტონა) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ წელს, არახელსაყრელმა ამინდებმა მოსავლის აღება შეაფერხა. სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, რომ ქართული მოცვის სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, დაწყებული კლიმატური პირობებით, დასრულებული სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტით.

მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის მოლოდინია, რომ წელს მოცვის მოსავალი 40%-ით გაიზრდება და ექსპორტი 10,000 ტონას მიაღწევს, მაშინ როცა წინა წელს 7 000 ტონა იყო მაჩვენებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები