მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოთხოვნა მკვეთრად იზრდება” - რა ღირს საკრუიზო მოგზაურობა?

649d256ed303e
ნინი ლონგურაშვილი
01.07.23 22:10
705
 
ტურისტული კომპანია “არტ თრველის” დამფუძნებელი ანასტასია გაბუნია აცხადებს, რომ კრუიზებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. ამ დროისთვის კომპანია მომხმარებელს ჩივიტავეკია - პალმა დე მალორკა - ბარსელონა - მარსელის კრუიზს სთავაზობს, სრული საგზურის ღირებულება 3185 ლარია.

“საკრუიზო მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია, საქართველოდან, ძირითადი დატვირთვა მაინც ევროპაზე მოდის. კორონავირუსის დასრულების შემდეგ, მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა და გასულ წელს თუ შევადარებთ, რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. ღირებულებაც შესაბამისად განსხვავებულია და დამოკიდებულია, ქალაქების მონახულების რაოდენობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, საკრუიზო გემის კლასზე. საკრუიზო მიმართულება ერთ ადამიანზე საშუალოდ 350 ევროდან იწყება“, - აღნიშნა ანასტასია გაბუნიამ. 

“არტ თრეველის” დამფუძნებელი ამბობს, რომ 2022 წელს კომპანიამ საინფორმაციო ტური ჩაატარა საკრუიზო კომპანია “კოსტა კრუიზზე”, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მოთხოვნის ზრდაზე. ანასტასია გაბუნია ამბობს, რომ ყველაზე დატვირთული სეზონი ზაფხულია. 

“საკრუიზო მიმართულებაზე მოთხოვნა ყოველ სეზონზეა. თუმცა ზაფხული გამორჩეულად მოთხოვნადია. ერთი ტური უკვე დაგეგმილია, რომელიც შემოდგომაზე აიღებს სტარტს. სტატისტიკა მზარდია, კრუიზების მოგზაურები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაზე კარგი შეთავაზება მიიღონ,“ - აღნიშნა ანასტასია გაბუნიამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები