მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოთხოვნები, რომლებიც სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობის დასაწყებად უნდა დააკმაყოფილონ

5eb90e507f90e
ინგა მურუსიძე
11.05.20 12:57
2282
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტომატოლოგიის ასოციაციებთან და სტომატოლოგთა პროფკავშირებთან შეთანხმებით და მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge  გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები.

აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dent@moh.gov.ge .

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელ ზაალ კაპანაძის თქმით, 11 მაისიდან რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.

„შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, - ამბობს ზაალ კაპანაძე.

რაც შეეხება თავად რეკომენდაციებს:

სტომატოლოგიური პერსონალისთვის აუცილებელია, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი; თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე; არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები; ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი; ბახილები; ჩაჩი (სამედიცინო ქუდი); ერთჯერადი გამოყენების იდს-ის ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად.

კლინიკას უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები პაციენტისთვის: ბახილები; სამედიცინო ნიღაბი; პაციენტისთვის დამცავი სათვალე; ზოგადი მოთხოვნები Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის; პაციენტის სკრინინგი, უსაფრთხოდ შემოსვა და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება იწყება დაწესებულებაში შესვლისთანავე; დისტანციური თერმომეტრი; პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი; ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში, საპირფარეშოებში; ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის; ხელის სადეზინფექციო საშუალებები პაციენტებისთვის; თხევადი საპნის დისპენსერები ხელსაბანებთან.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით განისაზღვრა კლინიკისთვის ინფრასტრუქტურული მოთხოვნები: კერძოდ, კლინიკას უნდა ჰქონდეს, ხელსაბანი ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში; საპირფარეშო; ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა; დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის 4 მეტრიანი დისტანცია; საკმარისი სივრცე მიმღებში/მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის; პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა; რეგისტრატურასთან არის მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი; სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანი;

კლინიკებმა უნდა ჩაატარონ სტერილიზაცია/დეზინფექცია პროტოკოლის თანახმად.

ამასთან, აუცილებელია, ნარჩენების მართვა პროტოკოლის მიხედვით; უნდა დაიდოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, სტომატოლოგიურ კაბინეტში უნდა იყოს განთავსებული ინფექციური ნარჩენების კონტეინერი და ა.შ.

ყველა კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციას და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები