მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის მიმართ, რომელიც ახშობს ქართულ დემოკრატიას - ევროპარლამენტარი

რიჰარდს კოლსი

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ევროპარლამენრის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას X-ზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მოითხოვა მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის მიმართ, რომელიც ახშობს ქართულ დემოკრატიას.

„ევროპარლამენტმა ახლახან საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის მთავარმა მომლაპარაკებელმა ამ რეზოლუციის შესახებ, დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება საქართველოს რეჟიმის მიმართ, რომელიც ახშობს ქართულ დემოკრატიას. ევროპარლამენტი მოითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, დამოუკიდებელი მედიის რეპრესიების დასრულებას, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების გაუქმებას და საქართველოში დემოკრატიის აღდგენას“, - წერს რიჰარდს კოლსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები