მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვუწოდებ EU-სა და ბრიტანეთს დაასანქციროს ივანიშვილი და მისი ოჯახი - უილსონი

ჯო უილსონი

აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, რომელიც ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" მთავრობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით გამოირჩევა, ბრიტანეთსა და ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ის ასევე არის თანაავტორი "ქართული კოშმარის არაღიარების აქტისა", რომლის მიზანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება.

"მოვუწოდებ ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და ახლო გარემოცვა. აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს მეორადი სანქციების დადებით იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც მართავენ მის უკანონო ქონებას. ტრამპი ამას გამოასწორებს", - წერს უილსონი X-ზე.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. აშშ-ის სანქციები ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვასაც. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ მას თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ, როცა აშშ შესაბამის თანხმობას გასცემს. საუბარია დაახლოებით 461 მლნ დოლარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები