მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოვუწოდებ სენატს, სწრაფად მიიღოს #MEGOBARI-ის ინიციატივა საქართველოს მამაცი ხალხის მხარდასაჭერად" - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სენატს მოუწოდებს, რომ სწრაფად მიიღოს #MEGOBARI ინიციატივა საქართველოს მამაცი ხალხის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.

"მადლიერების გრძნობით ვულოცავ თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად მიიღოს #MEGOBARI-ის ინიციატივა საქართველოს მამაცი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც 180 დღეზე მეტია თავიანთი ქვეყნისა და ოჯახებისთვის იბრძვიან", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები