მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, წინსვლაზე ორიენტირებულ გზას - მარკ რუტე

მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოს პროევროპულ კურსზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ალიანსში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

რუტემ საქართველოს შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა ნატოს წლიური ანგარიშის წარდგენისას და აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს საკითხზე ევროკავშირთან კოორდინაციაში მოქმედებს.

მისივე შეფასებით, ამჟამად ქვეყანაში არსებული ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა ალიანსს ურჩევნია დიალოგი შეინარჩუნოს, რათა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა შესაძლებელი იყოს.

"პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, წინსვლაზე ორიენტირებულ გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა.

აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილველად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა საერთოდ შევწყვიტოთ", - განაცხადა რუტემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები