მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ EU-ს და G7-ს შეაჩერონ რუსებზე ვიზების გაცემა - კულება

62f3c0143110f
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 18:52
771

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის [G7] ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზის გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ ევროკავშირსა და G7-ის სახელმწიფოებს შეწყვიტონ რუსებზე ვიზის გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სრულიად მართლია, როცა ამას ითხოვს. რუსების დიდი უმრავლესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის უფლება მანამ, სანამ მის პატივისცემას არ ისწავლიან”, - წერს კულება ტვიტერზე.

საქართველოში ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ამით "ტურიზმი შეფერხდება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები